სტიმულიტი
მკურნალობის ინსტრუქცია:
“სტიმულიტი” ხელს უწყობს თმის ცვენისა და ქერტლიანობის შეჩერებას; ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს და აჯანსაღებს თმის საფარს, კარგად ასუფთავებს თმებს და თავის კანს; ყველა სხვა შამპუნებისგან განსხვავებით გააჩნია გამორჩეული თვისებები: ჩამობანისას არ რჩება თმებზე, ბოლომდე შორდება თმის საფარს და ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას; დაბანის შემდეგ, თმები ადვილად ლაგდება, იძენს მოცულობას, ხდება ფაფუკი და დამყოლი. “სტიმულიტს” ახასიათებს თმის კონდიციონერის კოსმეტიკური ეფექტი.
გამოყენების წესი:
თანმხლები მასაჟით, სველ თმებზე შეიზილეთ შამპუნის მცირეოდენი რაოდენობა, შემდეგ გადაივლეთ წყალი; პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ; თმებზე დაგრჩებათ მშვენიერი სურნელი, რომელიც ასევე საფირმო რეცეპტურის საფუძველზე სპეციალურად არის შემუშავებული. “სტიმულიტით” თმების დაბანის შემდეგ სხვა სავლების გამოყენება არ არის საჭირო.
“სტიმულიტი”, როგორც ნამდვილი ნატურალური შამპუნი იკეთებს მცირეოდენ ნალექს. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
იმისათვის, რომ იხილოთ უფრო დეტალური ინფორმაცია პრეპარატი სტიმულიტის შესახებ დააწკაპუნეთ აქ. |