შროშანი

უპირატესობანი:

    გაგაცნობთ რამოდენიმე მცენარეს პრეპარატ "შროშანის" რეცეპტურაში შემავალი იმ თერთმეტი სხვადასხვა სახის მცენარიდან, რომელთაც უმნიშვნელოვანესი სამკურნალო გავლენა აქვთ კანზე და თმის ღეროების სტრუქტურაზე, მათში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე:

SALVIA OFFICINALIS L. - იზრდება მწვანე ველებზე ბუჩქების სახით, შეიცავს ეთერზეთებს, ალკალოიდებს, ვიტამინებს და ფიტოციდებს.

ACHILLEA MILLEFOLIUM L. - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იზრდება სტეპის ფერდობებზე, მშრალ მდელოებზე, მეჩხერ ტყეებში, შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინ K, ჭიანჭველამჟავას და იზოვალერიანმჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს.

INULA HELENIUM L. - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გავრცელებულია კვკასიაში. იზრდება ფოთლოვან ტყეებში და ტყისპირა მდელოებზე; შეიცავს დიდი რაოდენობით ინულინს, მცირე რაოდენობით ალკალოიდებს და ფისებს.

ARCTIUM LAPPA L.- ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ნესტიან ნიადაგებზე და დაბურულ ტყეებში გავრცელებული. უყვარს სველი, მაგრამ ქვაღორღიანი მიწები. ჭარბად შეიცავს ტანინებს, გლიკოზიდებს, ეთერზეთებს და მრავალგვარ ვიტამინს.

CALENDULA OFFICINALIS L.- ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. გავრცელებულია მცირე აზიაში. ხარობს უწყლო ხრიოკ ველებზე და ტყის ნაპირებზე; შეიცავს ალბუმინს, ლიკოპინს, ვაშლის მჟავას, სალიცილმჟავას, გლიკოზიდებს და ტანინებს.

გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს ჩვენი მრავალრიცხოვანი მადლიერი პაციენტების შთაბეჭდილებების წიგნიდან:

დ.ნ., 26 წლის ქალი

"ხშირად მიწევს სხვადასხვა სასცენო შოუში თუ სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობა, ამიტომ ჩემი გარაგნობა პროფესიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი კაპიტალია ჩემთვის, რომ არაფერი ვთქვათ ჯანმრთელობაზე. ამ 5 წლის წინ ხშირი ღებვის გამო დამეწყო თმის ინტენსიური ცვენა, რომელიც სულ უფრო პროგრესირებდა. თმა ისე შემითხელდა, რომ თავის კანი მიჩანდა უკვე. ერთი პირობა ვფიქრობდი, პარიკი შემეძინა და ასე მემუშავა და მეცხოვრა. გამიჩნდა ბევრი კომპლექსი... თავი აღარ წარმომედგინა წინანდებურად მომხიბლავად და თავს უბედურად ვგრძნობდი. ბევრი საზღვარგარეთული პრეპარატი ვცადე, ჩემი მეგობრისა და სპონსორის დახმარებით ვიმკურნალე კლინიკაშიც, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მე თვითონ შევწყვიტე მკურნალობა, რადგანაც ზედმეტი ჰორმონალური საშუალებების მიღებისა შემეშინდა. პრეპარატი "შროშანი" ჩემმა ნაცნობმა მირჩია. ვერ წარმომედგინა, რომ ეს საშუალება, რომელიც სულ ახლოს, ჩემი სახლის წინ მდებარე აფთიაქში იყიდებოდა, ასე უცებ გამოიღებდა შედეგს. უწყვეტად ვიმკურნალე რამოდენიმე თვე; ყველაფერს ვასრულებდი ისე, როგორც ინსტრუქციაში ეწერა. რაც მთავარია, თმის ცვენა შემიჩერდა და თმები შევინარჩუნე.

პრეპარატ "შროშანს" დღესაც ვიყენებ, მაგრამ მხოლოდ კოსმეტიკური ეფექტისათვის მაშინ, როცა აღარ მომწონს ჩემი გარეგნობა და მსურს თავი წესრიგში მოვიყვანო. კვირის განმავლობაში სწრაფად მიჭუჭყიანდება თმა, ხოლო თავის ხშირი ბანა საპნით ან შამპუნით მავნეა თმისათვის. სამსახურში ყოველთვის თან დამაქვს "შროშანი":თმას დავისველებ, ცოტაოდენი მასაჟი და მორჩა - 5 წუთში ჩემი თმები მშრალი, რბილი და ფაფუკია: მე მომენტალურად წესრიგში ვარ და ეს შესანიშნავი გრძნობაა! ხასიათიც უმალ მიუმჯობესდება, თავს მშვიდად და საიმედოდ ვგრძნობ - ვიცი, სამკურნალო მცენარეები თავის საქმეს გააკეთებენ, და მკურნალობა გრძელდება... მსიამოვნებს ჩემი შესახედაობა და იმაზე ფიქრი, რომ ეს ყველაფერი ნატურალურია და უვნებელი..."

მ.კ., 32 წლის მამაკაცი

"როცა პატარა ბიჭი ვიყავი, თმები ძალიან უხეში და ხშირი მქონდა. როგორ არ მივარცხნიდნენ ჩემი მშობლები თმას, მაგრამ ის ყოველთვის ზღარბის ეკლებივით მადგა თავზე. ერთი პერიოდი სკოლაშიც ბევრი პრობლემა გამიჩინა ამ გარემოებამ:ქუდს მოვიხდიდი თუ არა მთელი კლასი ხარხარით კვდებოდა. ხშირად მიწევდა ამის გამო კუთხეში დგომა:მასწავლებლებს ეგონათ, რომ განზრახ ვაცინებდი ბავშვებს, რათა გაკვეთილი ჩამეშალა. მახსოვს, ძალიან განვიცდიდი და აღარ ვაპირებდი ღამით ბალიშზე თავის დადებას, რომ თმა დილისათვის მეტ-ნაკლებად დავარცხნილი მქონოდა. მამაჩემი დილით უამრავ თმის ჟელეს მისვამდა, იმდენს, რომ ბოლოს თმა პლასტმასისგან გაკეთებულს ემსგავსებოდა.

ამ ორი წლის განმავლობაში, რაც "შროშანი" ჩემი განუყრელი "მეგობარი" გახდა, თმის მოვლის, დალაგების და დავარცხნის პრობლემა უკვე აღარ მაქვს. ჩემი თმა სულ წესრიგშია და თავს კარგად ვგრძნობ ყველა ვითარებაში:ქუდით თუ უქუდოდ, ქარში თუ წვიმაში...

ჩემს პატარა 4 წლის ვაჟს, რომელსაც ჩემსავით პრობლემატური თმა გამოჰყვა, რა თქმა უნდა "შროშანს" ვურჩევ, რათა რომ წამოიზრდება და სკოლაში წავა, ჩემნაირი თავგადასავალი არ გადაიტანოს..."


ე.რ., 22 წლის ქალი

"ვარ კოსმეტიკური პროდუქციის დისტრიბუტორი, უფრო ზუსტად - საკუთარი ინიციატივით ვყიდი სხვადასხვა ცნობილი ფირმების კოსმეტიკას საცალო პარტიებად. დავდივარ ფირმებში, ოფისებში, ბინაზე შეძლებულ კლიენტებთან; ვთავაზობ, რეკლამას ვუწევ - ერთი სიტყვით, ვყიდი, ვშრომობ...

ამ ბოლო დროს ყოველთვის ფორმაში ვარ მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღეები მტვრიან ქუჩებში მიწევს სიარული და თანაც საკმაოდ დაძაბული გრაფიკით.

"შროშანი" ჩემი თმების მცველია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩემი კარგი ხასიათის მიზეზია. ხშირად, ძალიან ხშირად ის გუნებას მიკეთებს და მე სარკეს კმაყოფილი ვშორდები..."


ნ.ტ., 24 წლის მამაკაცი

"ვარ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. ხშირად მიწევს სპორტულ შეჯიბრებზე გამოსვლა სხვადასხვა ქვეყნებში. მოგეხსენებათ, ამ სახეობის სპორტში დიდი ფიზიკური დატვირთვებია. ილეთების შესრულებისას სკალპი და თმები ხალიჩაზე მძიმე დაწოლას განიცდის, ამას ემატება ოფლი, მტვერი... და ბევრ მოჭიდავეს ადრეულ ასაკში ეწყება თმის ცვენა; მეც ასევე დამემართა. მკურნალობაზე ხელი ჩაქნეული მქონდა, რადგან თითქმის ყველა ჩემი ნათესავი მელოტია. მეგონა, რომ გამელოტება ჩემთვის გენეტიკურად გარდაუვალი იყო.

პრეპარატ "შროშანის" შესახებ პირველად აზერბაიჯანში, ბაქოში შეჯიბრის დროს გავიგე. ჩემი ნაცნობი სპორტსმენის მამა სისტემატურად დადიოდა ბაქოდან თბილისში და მეუღლისათვის 10-15 ფლაკონ "შროშანს" ყიდულობდა ერთ ჩასვლაზე. მისი ცოლი კიბოთი იყო ავად და ქიმიოთერაპიის გამო ჭარბად სცვიოდა თმა. "შროშანმა" თმის ცვენა სწრაფად შეაჩერა და ორივენი ამ საშუალების მეტად მადლიერნი იყვნენ. გავიდა ხანი და ეს ამბავი დავიწყებას მიეცა.

ამ 3 წლის წინ დაპატიჟებული ვიყავი ჩემი მეგობრის ოჯახში, რთველში, ერთ მივარდნილ, შორეულ სოფელში. იქ ჩემი მეგობრის ძმას "შროშანის" ფლაკონი თავისივე ყუთით საპატიო ადგილზე ედო. ყუთი მაშინვე ვიცანი და ვკითხე, შედეგით თუ იყო კმაყოფილი. მან მიპასუხა, რომ თმა გაუხშირა ამ წამალმა და ისიც აღნიშნა, რომ მას ძალზე მოკრძალებული რეკლამა უკეთდება და მეტ პოპულარიზაციას იმსახურებს.

ქალაქში ჩამოსვლისთანავე დავიწყე მკურნალობა, თან მეტი წავიკითხე პრეპარატის შესახებ, რამაც სტიმული მომცა, მკურნალობის კურსი არ შემეწყვიტა და მუყაითად შემესრულებინა ინსტრუქციაში მოყვანილი ყველა რჩევა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

დღეს, რომელ ქალაქშიც არ უნდა ჩავიდე, ბარგში კბილის ჯაგრისისა და ოდეკოლონის გვერდით ყოველთვის მიდევს "შროშანის" ფლაკონი, რომელიც დიდ ფსიქოლოგიურ კომფორტს მიქმნის. თუ მითავდება, ოჯახი მიგზავნის ბანდეროლით თბილისიდან.

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ვყოფილვარ:გერმანიაში, საფრანგეთში..., მაგრამ ანალოგიური მცენარეული პრეპარატი იქ არ მინახავს. ისიც მსმენია, რომ საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდები ამერიკიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან უკვეთენ "შროშანს" და ოჯახების დახმარებით ადგილზე იღებენ მას ბანდეროლით..."


ა.ლ., 42 წლის ქალი

"თბილისის ისტორიულ უბანში მაქვს კერძო სამსართულიანი სასტუმრო, სადაც ძირითადად საქართველოში ოფიციალური მისიით ჩამოსულ უცხოელებს და მათ ოჯახებს ვემსახურებით. ხშირად ვაწყობთ საღამოებს, სადაც თბილისის ელიტარული საზოგადოება იკრიბება. ეს საღამოები ძირითადად ჩემი უშუალო მონაწილეობით ტარდება.

ბოლო რამდენიმე წელია, ჩემს მიმართ ნათქვამი კომპლიმენტები უმთავრესად ჩემი თმის დამსახურებაა. ყველა მეუბნება, როგორ ახერხებ, რომ თმა სულ მოვლილი და მოწესრიგებული გაქვსო... მე, რა თქმა უნდა, არავის ვუმხელ ჩემს საიდუმლოს - გნებავთ, ეს ჩემს ქალურ თავმომწონეობას მიაწერეთ.

თქვენი ფირმის შესანიშნავი პროდუქტი, საქართველოში ყველასათვის ცნობილი პრეპარატი "შროშანი გახლავთ მიზეზი იმისა, რომ სულ ფორმაში ვარ და მოვლილი ქალის სახელი მაქვს. დაე, დარჩეს ეს საიდუმლოდ ჩემს სამსახურში და ჩემი საახლობლო წრისათვის. დღეს ბევრი ქალი ემადლიერება "შროშანს", მათ შორის - მეც. მადლობა "შროშანს", რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ..."