სტიმულიტი

უპირატესობანი:

ხუთი მიზეზი “სტიმულიტის” გამოსაყენებლად

1. მრავალი ცნობილი საზღვარგარეთული კომპანია იყენებს დახასიათებას - “ნატურალური” თავისი პროდუქციის ეტიკეტებზე, სარეკლამო რგოლებში და ა.შ., ხოლო მეტი დამაჯერებლობისათვის თან ურთავენ მცენარეთა ლამაზ ფოტოებს, რათა ხაზი გაუსვან პროდუქტის ნატურალურ წარმოშობას. ეს, სამწუხაროდ, იშვიათად არის კავშირში რეალობასთან. უმეტეს შემთხვევაში ჩვენს მომხმარებელს სთავაზობენ 100%-ით სინთეტიურ შამპუნებს. სინთეტიურ ინგრედიენტებზე დამზადებული შამპუნებისთვის დამახასიათებელია ჟელეს მაგვარი წებოვნება ან აბსოლუტური გამჭვირვალეობა; ხოლო მცენარეული შამპუნი თხევადია, არაერთგვაროვანი კონსისტენცია აქვს და ხშირად ნალექს იკეთებს, რაც გამოწვეულია მცენარეული ექსტრაქტების მაღალი შემცველობით. სწორედ ამიტომ გამოყენების წინ “სტიმულიტი” აუცილებლად უნდა შეანჯღრიოთ.

2. ქიმიური შამპუნების უმეტესობას ახასიათებს შემდეგი თვისება: ჩამორეცხვის შემდეგ, შამპუნი ბოლომდე არ შორდება თმებს და თავის კანს, ტოვებს არასასიამოვნო შეგრძნებას, რომ თმები თითქოს “გაზიპულია”, “გაგლესილია” შამპუნის ნარჩენებით. ამ ნარჩენების გასანეიტრალებლად, საჭირო ხდება თმებზე დამატებითი სპეციალური სავლების გადავლება, რომ თავის კანი მოვიდეს ნორმალურ მდგომარეობაში და შამპუნის მიკრო-აპკი ჩამოირეცხოს თმის საფარიდან. “სტიმულიტი” შხაპის ქვეშ სრულებით ცილდება თმის საფარს, თმები და კანი იდეალურად იწმინდება და ნიშნად არაჩვეულებრივი სისუფთავისა, თმები ხდება ფაფუკი, იძენს მოცულობას.

3. რადგან “სტიმულიტი” ნატურალურ მცენარეულ ექსტრაქტებს შეიცავს, მას გააჩნია კარგი გამანეიტრალებელი თვისება. მისი გამოყენება ასევე რეკომენდებულია უშუალოდ თმების შეღებვის შემდეგაც, რათა თმის საფარს და თავის კანს ჩამოცილდეს მავნე ტოქსინები (მძიმე ლითონების მარილთა ნაშთები), რომლებსაც მასიურად იყენებენ საღებავებში თმის გაუფერულების და შეღებვის მიზნით. “სტიმულიტი” აბალანსებს თავის კანისა და თმების pH მაჩვენებელს.

4. თმის ცვენის მკურნალობისას, პაციენტისთვის დღის წესრიგში დგას ისეთი შამპუნის შერჩევა, რომელიც არათუ შეამცირებს მკურნალობის ეფექტს, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს მიღებული შედეგის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. მკურნალობის პარალელურად “სტიმულიტის” გამოყენება მთლიან სისტემაში აერთიანებს თქვენი თმების მოვლის ციკლს. მისი სახით თქვენ გაქვთ საიმედო საშუალება, რომელიც თმის ცვენის მკურნალობის პროცედურების დამთავრების შემდეგაც თქვენი თმების საუკეთესო მომვლელია.

5. მცენარეული შამპუნი-ბალზამი “სტიმულიტი” შეუცვლელი საშუალებაა ჩვილი და მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებისათვის: იგი არ აღიზიანებს თვალებს, უხდება ალერგიულ კანს, და თავისი მშვენიერი სურნელით ახალისებს პატარას.