აილაინი
მკურნალობის ინსტრუქცია:
აილაინი შინაგანად მისაღები ნაყენია;იგი წარმოადგენს 100% ნატურალურ მცენარეულ ნაყენს (პარასამკურნალო საშუალებას), რომელიც მოწოდებულია თვალის მხედველობის გაძლიერებისათვის, ის არის მკვებავი და ბუნებრივად ვიტამინიზირებული მცენარეული ნაყენი, რომელიც აღადგენს ნივთიერბათა ცვლას, მოქმედებს ანტისეპტიკურად, ვიტამინებით ამდიდრებს თვალის სისტემას; მასში შემავალი სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა წვენები ეფექტურად აქრობს ქსოვილებში მიმდინარე ანთებას, გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები ; განსაკუთრებით კარგი შედეგი აქვთ მიოპიით დაავადებულ იმ პაციენტებს, რომლებიც აილაინის მიღებასთან ერთად სისტემატიურად ავარჯიშებენ თვალებს სპეციალური ცნობილი ვარჯიშებით; პაციენტებს უძლიერდებათ მხედველობა, მატულობს კონცენტრაციის უნარიც. თვალების წვისა და ცრემლდენის დროს აილაინი კარგი შინაგანად მისაღები დახმარეებაა , როგორც თვალის სისტემის მკვებავი და ანტისეპტიკური საშუალება . აილაინს გააჩნია მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი და წნევის დამწევი მოქმედება . მისი სისტემატიური მიღებით იწვება სხეულში დაგროვებული ჭარბი ცხიმები, უმჯობესდება ძილი.
აილაინში შედის ისეთი მაღალი თერაპიული მოქმედების და ვიტამინებით გამდიდრებული სამკურნალო მცენარეთა წვენები როგორიცაა: მოცვი, დათვის კენკრა, კუნელი, ასკილი და სხვა ეფექტური მოქმედების სამკურნალო მცენარეები. იგი მეტად ადვილი და პრაქტიკული მისაღებია:
ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ.) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ.) და მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3–ჯერ.
პაციენტებს ვურჩევთ მკურნალობის ერთ თვიან უწყვეტ კურსს, შესაძლებელია ორ კვირიანი შესვენების შემდეგ კურსის ისევ განახლება.
როგორც მკურნალობის პროცესში, ისე საზოგადოდ პაციენტისთვის სასარგებლოა თუკი საკუთარი კვების რაციონიდან ამოიღებს ზედმეტად დაშაქრულ, მწუთხე და მწარე საჭმელებს; მოერიდება ყავის ხშირ მიღებას, სიგარეტს, ალკოჰოლს, რადგანაც ისინი ხშირად ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და მრავალ ქრონიკულ დაავადებათა გამომწვევნი არიან.
აილაინი არ მიიღება ორსულობის დროს, ჩვილის ძუძუთი კვების დროს, მენსტრუაციის პერიოდში, ალერგიული და კენჭოვანი დაავადებებისას.
მცენარეული აილაინი საუკეთესო არჩევანია განსხვავებით სინთეზურ–ქიმიური მედიკამენტებისაგან, რომელთა ჯამრთელობაზე არასასურველი გვერდითი ზემოქმედება ფართოდ არის ცნობილი.
გამოიყენეთ პარასამკურნალო საშუალება მცენარეული აილაინი და გვერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით!
აილაინი შეიძინეთ ჩვენს ფიტოთერაპიულ კაბინეტში ტ.: 237 38 13 , ქ. თბილისი, იოსებიძის 53 12სთ–დან 18 სთ–მდე