აქსიომა პლიუსი
მკურნალობის ინსტრუქცია:
თმის ცვენის სამკურნალო კრემი „აქსიომა პლიუსი“ ახალი და ორიგინალური საშუალებაა თმის ცვენის პრობლემების მოსაგვარებლად.
„აქსიომა პლიუსი“ ორიგინალური, ნატურალური, თხევადი კრემია, რომელსაც შეიზელთ თმის ძირებში თავის კანის ყველა უბანზე. შემდეგ გაიჩერებთ 30 წთ და ბოლოს ჩამოიბანთ შამპუნით „სტიმულიტი“. „აქსიომა პლიუსი “ საუკეთესო ზემოქმედებას ახდენს თავის კანზე: შეგიწყდებათ აქერცვლა, წვა, ქავილი, ქერტლიანობა და გამონაყარი, მოგიწესრიგდებათ თავის კანი; კრემი კარგად კვებავს თმის ძირებს და აძლიერებს მათ, აჩერებს თმის ცვენას, თმის ღეროები იბრუნებს თავდაპირველ სტრუქტურასა და ბზინვარებას.
თმის კრემი „აქსიომა პლიუსი“ საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ჯანმრთელი თმებისათვისაც, მომავალში რომ დაზღვეული ვიყოთ თავის კანისა და თმის დაავადებებისაგან. თეთრი თიხა კაოლინის მცენარეული ზეთების, ექსტრაქტების, ფუტკრის პროდუქტებისა და ფართო სპექტრის ვიტამინების შემცველი თმის ცვენის საწინააღმდეგო კრემი „აქსიომა პლიუსი“ თმის მოვლის ახალი კლასის საშუალებაა სხვა კარგად ცნობილი ანალოგიური დანიშნულების საზღვარგარეთულ ნაწარმთან შედარებით, რომელთა უმეტესობა სინთეტიკურ კომპონენტებზეა დამზადებული; იგი თავისი ზემოქმედების დიდი ეფექტით გამოირჩევა, რასაც მისი რეცეპტურის 100%-იანი ნატურალური შემცველობა განაპირობებს.
ისარგებლეთ ახალი შესაძლებლობით და აირჩიეთ თმის ცვენის შემაჩერებელი კრემი „აქსიომა პლიუსი“. გვერწმუნეთ, კმაყოფილი დარჩებით.
შეგიძლიათ შეიძინოთ ფიტოთერაპიულ კაბინეტში ლუიზოლი მისამართზე იოსებიძის 53 ტელ 237–38–13 ყოველდღე კვირის გარდა 12სთ–დან 19 სთ.–მდე