ბიოფორმა

მკურნალობის ინსტრუქცია:

         

ნატურალური ბალზამი
თმის დამარბილებელი მცენარეული სავლები


          ბიოფორმა ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური საშუალებაა. იგი დამზადებულია ორიგინალური საფირმო რე¬ცეპტითა და ტექნოლოგიით; შეიცავს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეთა ნაყენებს და ნამდვილ ნატურალურ ღვინის ძმარს, რომელიც რქაწითელის ყურძნისგან მზადდება. ბიოფორმა თავის კანისა და თმების კარგი სტიმულატორია; იგი არბილებს თმებს დაბანის შემდგომ თმის საფარზე გადავლებისას და აჯანსაღებას თავის კანს და თმის ღეროებს.
          გამოყენების წესი:
          თავის დაბანის შემდეგ შეიზილეთ სველ თმებზე ბიოფორმა-ს მცირეოდენი ულუფა ირგვლივ მთელ თავზე თმის ძირებში, თავის კანის ინტენსიური მასაჟით; პროცე¬დურა გაიმეორეთ 2-3 ჯერ; შემდგომ სურვილისამებრ თმები ჩამოირიცხოთ გამდინარე თბილი წყლით და გაიმშრალეთ;
          გექნებათ შეგრძნება თავის კანის სიმხურვალისა, ეს ნატუ¬რალური ძმრის მოქმედებისა და მასაჟის შედეგია; ამ დროს თავის კანზე და თმის ძირებზე ხდება დადებითი თერაპიული ზემოქმედება.
          ბიოფორმა უხდება თავის კანის დაჭიმულობას, ქავილს, წვას, აცილებს კანს ნადებს და გამონაყარს; იგი ამაგრებს თმის ძირებს, კარგად ასუფთავებს თმებს და თავის კანს; მისაღებია ნებისმიერი ტიპის კანისათვის, როგორც ძალზედ ცხიმიანი, ასევე გამომშრალი კანის შემთხვევაშიც; მას ახასიათებს მას¬ტიმულირებელი მოქმედება.
ნატურალური თმის სავლები ბიოფორმა გამოიყენება თმის ცვენის მკურნალობის პერიოდში თერაპიული ეფექტის ფიქსირებისა და გაძლიერებისათვის. იგი ასევე საუცხოო პრო¬ფილაქტიკური საშუალებაა თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ ჯანმრთელი თმებისათვისაც.
ბიოფორმა-ს ნორმალურ მდგომარეობაში მოჰყავს თავის კანისა და თმის საფარის მდგომარეობა. იგი საუცხოო გამა¬ნეიტრალებელი საშუალებაა: აცილებს თმის საფარს ცხიმისა და საპნების მიკროფენას, ქიმიური საღებავების ტოქსიკურ ნარჩენებს, არბილებს თმას, რომელიც ფაფუკი და დამყოლი ხდება, კარგად ივარცხნება და ლაგდება.
          ბიოფორმა როგორც თმის ნატურალური სავლები და სტიმულატორი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმები, დაიცვათ თავის კანი დაავადებებისაგან და მუდმივ ფორმაში ქონდეთ თმის საფარი.
          გამოიყენეთ ბიოფორმა სისტემატურად და გვერწმუნეთ, კმაყოფილი დარჩებით!

          ბიოფორმა  შეგიძლიათ  შეიძინოთ  ფიტოთერაპიულ კაბინეტში  ლუიზოლი  მისამართზე იოსებიძის 53  ტელ 237–38– 13  ყოველდღე კვირის გარდა 12სთ–დან  19 სთ.–მდე