ბიონატურალი

მკურნალობის ინსტრუქცია:

    ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელი რომელიმე მიკროელემენტის დეფიციტი ორეგანიზმს უქმნის გარკვეულ საშიშროებას. თუ დეფიციტის პერიოდი დიდხანს გაგრძელდა (რასაც ადამიანი უმეტეს შემთხვევაში ვერ ამჩნევს), მან შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე ორგანოს დაზიანება და მთლიანად სხეულის დაავადება. არ არსებობს ადამიანი, რომლის ორგანიზმს არ აკლდეს ესა თუ ის მიკროელემენტი, თუნდაც უმნიშვნელო დოზით, მაგრამ დღეს ადამიანი ყველაზე მეტად განიცდის კალიუმის ნაკლებობას.
    კალიუმი – ეს არის ის ელემენტი, რომელიც ყველას გვაკლია ანუ ჩვენი ორგანიზმი განიცდის კალიუმის მიმართ შიმშილს. არცერთი მიკროელემენტს არ აკისრია ადამიანის სიცოცხლისათვის ესოდენ დიდი მისია, როგორც კალიუმს.
    კალიუმი ორგანიზმში სხვა მიკროელემენტების მოქმედებასაც აუმჯობესებს და მათთან ერთად უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ფუქნციონირებას. მაგალითად: [კალიუმი კალციუმთან ერთად არეგულირებს კუნთების აქტიურობას; ფოსფორთან ერთად ამარაგებს ტვინის უჯრედებს ჟანგბადით; ნატრიუმთან ერთად არეგულირებს გულისცემას].
    ადამიანში კალიუმის უკმარისობა იწვევს საერთო სისუსტეს, მოთენთილობას, სწრაფ გადაღლას, ძილისკენ მიდრეკილებას, ქრონიკულ თავის ტკივილს, სისხლის მაღალ წნევას (ჰიპერტონიას), თავბრუსხვევასა და სხვა მრავალ დაავადებას.
    კალიუმი – ეს ის მიკროელემენტია, რომლის ნაკლებობითაც დღეს დაავადებულია კაცობრიობა. XX საუკუნეში კალიუმის უკმარისობამ გამოიწვია მრავალი დაავადების გავრცელება მთელ მსოფლიოში.
    კალიუმი ორგანიზმისთვის ის აუცილებელი ელემენტია, რომელიც სისხლში უზრუნველყოფს ტუტე გარემოს. ამ ელემენტის ნაკლებობა (როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში) იწვევს სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითებას. კალიუმი აუცილებელია ნერვიული იმპულსების სტიმულირებისათვის, სხეულის ნორმალური ზრდის, კანის ჯანმრთელობის, ნივთიერებათა ნორმალური ცვლის, ბიოქიმიური პროცესებისათვის, - ორგანიზმიდან მომწამლავი ლექების გამოსადევნად, ორგანიზმში გლიკოზიდებიდან ენერგიის მისაღებად.
    ადამიანის ორგანიზმში უწყვეტად მიმდინარეობს უჯრედების მიერ წყლის ცვლის პროცესი, რაც გამოიხატება უჯრედების მიერ წყლის შთანთქმა-გამოყოფაში. თავისი სიცოცხლისუნარიანობისათვის ორგანიზმში არსებული მავნე ბაქტერიები ართმევენ წყალს უჯრედებს, რაც იწვევს ორგანიზმის დაავადებას, სიბერეს და ა.შ. თუ ორგანიზმში არის გარკვეული ოდენობის კალიუმი, მაშინ ბაქტერიები ვერ ართმევენ უჯრედებს მათთვის საჭირო ოდენობის წყალს, რის გამოც იქმნება ბაქტერიებისათვის არასასიხოხცლო გარემო. ამას კი ბაქტერია ვერ უძლებს და კვდება. ორგანიზმში არსებული წყლისათვის ბაქტერიებსა და უჯრედებს შორის მუდმივი ბრძოლაა, რაც ბოლოს მთავრდება ერთ-ერთი მათგანის გამარჯვებით. უჯრედებს ამ გამარჯვებაში დიდ დახმარებას უწევს კალიუმი, ვინაიდან კალიუმიან უჯრედულ სითხეს ბაქტერია გაურბის და იღუპება.
    ამიტომ ურჩევს ხალხური მედიცინა ადამიანებს მიიღონ მეტი ბისტნეული, ხილი, თაფლი და ვაშლის ძმარი.
    ვაშლის ძმარი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს, აგრეთვე ვაშლში შემავალ ვიტამინებს. ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ცხიმების დანალექების დაშლას; აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სისხლძარღვების, სახსრებისა და მთელი ორგანიზმის მდგომარეობას. ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებებს აუმჯობესებს მასში დიდი ოდენობით არსებული კალიუმი.
    ყოველივე ზემოთქმულთან ერთად საკითხავია, როგორ ვიკვებებით დღეს? მდგომარეობა კატასტროფულია: ნატურალური პროდუქტების მიღებიდან გადავედით უცხოეთიდან შემოტანილი ათასგვარი და ნაირ-ნაირი მკვდარი საკვების მიღებაზე, რომელიც გაჯერებულია სინთეზური სასუქების, პესტიციდების, ჰერბიციდების ნარჩენებით, მათში არ არის ჟანგბადი, კალიუმი და სხვა აუცილებელი მიკროელემენტები. უფრო მეტიც – ყოველ ასეთ ნახევარფაბრიკატს გავლილი აქვს დანადგარის მაგნიტური ველი და დამუხტულია ადამიანისათვის მავნე ენერგიით.
    ამერიკელი ექიმი და მეცნიერი დოქტორი დ. ჯარვისი იკვლევდა საკვების შემადგენლობის გავლენას ცხოველებსა და ადამიანებზე, სადაც ის აღნიშნავდა, რომ უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ორგანიზმში არსებობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ურთიერთცვლის მყარი ურთიერთდამოკიდებულება. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად ვითარდება ტუტე ან მჟავური რეაქცია. ჩვენი ძირითადი საკვები ორგანიზმში იწვევს ტუტე რეაქციას, რაც მრავალ დაავადებათა გამომწვევ ბაქტერიათა წარმოქმნის შესანიშნავი პირობაა. იმისათვის, რომ ორგანიზმის ტუტე გარემო გადავიყვანოთ მჟავურ გარემოში, აუცილებელია ხილისა და ბოსტნეულის მიღება.
    დოქტორი დ. ჯარვისი ამასთან გვირჩევს, საკვებისათვის ორი დანამატის მიღებას, ესენია: თაფლი და ვაშლის ძმარი. ამ დანამატების გარეშე ორგანიზმში მუდამ იქნება ტუტე რეაქცია. ორგანიზმში სისხლის ტუტე არსებობის გამო დაავადების შემთხვევაში ადამიანმა აღარ უნდა დასვას შეკითხვა, თუ რატომ დაავადდა ის. თუ ყოველდღიურად – დილით, შუადღის განმავლობაში და ძილის წინ მივიღებთ თითო ჩაის ჭიქა წყალში შერეულ 1-2 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს, სისხლის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
    დოქტორ დ. ჯარვისის კვლევა ვაშლის ძმრის შესახებ იყო მსოფლიოში პირველი და უნიკალური. მაგალითისთვის საკმარისია თუნდაც ის, რომ ჯანმრთელ და უშვილო წყვილებს დოქტორი ჯარვისი ურჩევს ყოველი ჭამის შემდეგ მიიღონ 1 ჩ.ჭ. წყალში გაზავებული 2-2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და თაფლი. საკვების რაციონში უნდა შედიოდეს ბოსტნეული, ფორთოხალი, გრეიფრუტი, პურის ნაცვლად (მჭადი, სიმინდის ღერღილის ღომი, ჭვავის პური და შვრიის ბურღული). ამ რჩევის შედეგად არაერთმა წყვილმა გაიხარა შვილის დაბადებით.

    ნამდვილი ნატურალური ვაშლის ძმარი შეგიძლიათ შეიძინოთ ფიტოთერაპიულ კაბინეტში ლუიზოლი მისამართზე იოსებიძის 53 ტელ 237–38– 13 ყოველდღე კვირის გარდა 12სთ–დან 19 სთ.–მდე