ბრონქოლაქსი
მკურნალობის ინსტრუქცია:
ბრონქოლაქსი სპეციალური რეცეპტით მომზადებული სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა ნაყენია, რომელიც მოწოდებულია მშრალი და სველი ბრონქიტების წინააღმდეგ. იგი მეტად ეფექტური საშუალებაა ალერგიული და ასთმური ხველების დროს. მისი გამოყენება სასურველია ხშირი გაციებისას, რომელიც მიმდინარეობს ვირუსული გართულების ფონზე.
ბრონქოლაქსი ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ვირუსული გრიპის წინააღმდეგ.
ბრონქოლაქსი წარმატებით გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ფუნქციური პრობლემებისას თანმხლები ხველისა და გაძნელებული ამოხველების დროს.
შემადგენლობა:
ევკალიპტის ფოთლების, ფარსმანდუკის ბალახის, თავშავას ბალახის, ალთეს ფესვების, ბეგქონდარას ბალახის, კამის ნაყოფის, ანისულის ნაყოფის, სალბის ფოთლების, ვირისტერფას ფოთლების, კულმუხოს ფესვების, აგრეთვე ეთილის სპირტს, საქაროზას და გამოხდილ წყალს.
მიღების წესი:
მოზრდილებმა მიიღეთ სუფრის კოვზით ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 4-5-ჯერ. ვისაც არ სიამოვნებს სპირტის გემო, განაზავეთ წყლით პროპორციით 1:1.
ბავშვებისათვის: 1 ჩაის კოვზი ნაყენის განზავდეს 1 ჩაის კოვზ წყალზე.
მკურნალობის კურსი 10-12 დღე.
შენახვის პირობები: მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ბრონქოლაქსი შეიძლება დაინიშნოს კომბინაციაში სხვა ბრონქოლიზურ საშუალებებთან ერთად.
შეიძინეთ ჯი-პი-სის და სითი-ფარმას აფთიაქებში