ნევროსედი

მკურნალობის ინსტრუქცია:

          პარასამკურნალო საშუალება ნევროსედი წარმოადგენს შინაგანი მიღებისათვის  განკუთვნილ მცენარეულ ნაყენს. ნევროსედი ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტია.
          შემადგენლობა:
          გ/25 მლ.
          აქტიური ინგრედიენტები:
          კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი 0,5 გ; შავბალახას ბალახის ექსტრაქტი 0,25 გ; სვიის გირჩების ექსტრაქტი 0,125 გ; კუნელის ნაყოფების ექსტრაქტი 0,25 გ; კვლიავის ნაყოფების ექსტრაქტი 0,25 გ; პიტნის ფოთლების ექსტრაქტი 0,125 გ; ქინძის ნაყოფების ექსტრაქტი 0,25 გ; კამის ნაყოფების ექსტრაქტი 0,25 გ ; გვირილას ყვავილების ექსტრაქტი 0,25 გ; ბეგქონდარას ბალახის ექსტრაქტი 0,25 გ.
          დამხმარე ნივთიერებები:
          ეთილის სპირტი 2,5 მლ.; გამოხდილი წყალი 20 მლ.; ჟოლოს არომატიზატორი 0,05 გ.
          ფარმაკოლოგიური მოქმედება:
          ახასიათებს სედატიური მოქმედება და აწესრიგებს ძილს. ხელს უწყობს ენერგიის და შრომის უნარის არდგენას
          ჩვენებები:
          გამოიყენება ასთენონევრასთენული სინდრომით, კლიმაქტერული ნევროზით და ვეგეტატიური სისხლძარღვოვანი სინდრომებით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ.
          მიღების წესი:
          მოზრდილები: 25-30 წვეთი მცირე რაოდენობის წყალთან (25 მლ) ერთად დღეში სამჯერ.
          მოზარდები:
          რეკომენდირებულია 10-15 წვეთის მიღება მცირე რაოდენობის (25 მლ.) წყალთან ერთად დღეში სამჯერ.
          უკუჩვენებები:
          არ არის დადგენილი
          გვერდითი მოვლენები:
          არ არის დადგენილი           ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
          არ არის დადგენილი
          გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
          არ ახდენს გავლენას
          შენახვის პირობები:
          მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
          გამოშვების ფორმა:
          პირველადი შეფუთვა: 25 მლ. შიგნით მისაღები წვეთები საწვეთურიან ნარინჯისფერ ტერაფტალაფტის ფლაკონში. მას თან ახლავს გამოყენების ინსტრუქცია.
          ვარგისიანობის ვადა:
          3 წელი

          შეიძინეთ ჩვენს ფიტოთერაპიულ კაბინეტში - ტ.: 237 38 13 , ქ. თბილისი, იოსებიძის 53   12 სთ–დან 18 სთ–მდე