ნევროსტიმი

მკურნალობის ინსტრუქცია:

პრეპერატი ნევროსტიმი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს შინაგანი მიღებისათვის. იგი ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტია.

შემადგენლობა:
პრეპარატის 50გრ შეიცავს ექსტრაქტებს: კატაბალახას ფესვების (1გრ.), შავბალახას ბალახის (0,5გრ.), სვიის გირჩების (0,25 გრ.), კუნელის ნაყოფის (0,5 გრ.), კვლიავის ნაყოფის (0,5გრ.), პიტნის ფოთლების (0,25 გრ.), ქინძის ნაყოფის (0,5 გრ.), კამის ფოთლების (0,5 გრ.), გვირილას ყვავილის (0,5 გრ.), ბეგქონდარას ბალახის (0,5 გრ.), აგრეთვე ეთილის სპირტს (5 გრ.) და გამოხდილ წყალს (40 გრ.)

აღწერა:
მოყავისფრო-ჩალისფერი სითხე, სპეციფიური სუნით.

ჩვენება:
ნევროზისა და უძილობის სამკურნალო სედატიური საშუალება.

წინააღმდეგჩვენება:
არ აღინიშნება.

გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება.

მიღების წესი და დოზირება:
ყოველდღიურად დღეში 3-ჯერ მცირე ულუფა (25 მლ.) წყალზე 25-30 წვეთი პრეპარატისა მოზრდილებისთვის. მოზარდებისთვის 10-15 წვეთის მიღება.

შენახვის პირობები:
ინახება თავდახურული ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:
3 წელი

შეიძინეთ ავერსის, პე-ეს-პეს, ჯი-პი-სის აფთიაქებში