სლიმჯეტი
მკურნალობის ინსტრუქცია:
სლიმჯეტი არის სპეციალური რეცეპტით მომზადებული სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა ნაყენი, რომელიც მოწოდებულია წონაში და¬საკლებად გახდომისთვის.
სამკურნალო მცენარეთა წვენები დადებით ზემოქმედებას ახდენენ მნიშ¬ვნელოვან სასიცოცხლო ორგანოებზე _ ღვიძლი, თირკმელები, ნაღვლის ბუშტი; ორგანიზმიდან გამოყავთ მავნე ტოქსინები და შლაკები; ხელს უწყ¬ობენ ორგანიზმში ცხიმების ინტენსიურ წვას; უმჯობესდება კუჭნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკა, ხდება შარდგამომყოფი გზების დეზინფექცია.
სლიმჯეტს გააჩნია კარგი დამამშვიდებელი მოქმედება.
სასურველია მომხმარებელი წონაში დასაკლებად დაეხმაროს საკუთარ ორგანიზმს, რისთვისაც საჭიროა კვების რაციონიდან ამოღება პურ-ფუნ¬თუშეულის და ზედმეტად ცხიმიანი საჭმელებისგან თავის არიდება. რეკო¬მენდირებულია ფიზიკური აქტივობაც გახდომის სწრაფი ეფექტისათვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში მიღებული საკვები ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას.
სლიმჯეტს გააჩნია მნიშვნელოვანი თვისება _ ის აქრობს შიმშილის უსიამოვნო შეგრძნებას, მისი მიღება განსაკუთრებით ეფექტურია ღამით, როდესაც გვინდა ჭამის მავნე ჩვევისაგან თავის არიდება. ამ დროს გამოყო¬ფილი კუჭის წვენი სწრაფად ზავდება სლიმჯეტის ულუფის მიღებისას და მომხმარებელს უადვილდება საჭმლისაგან თავის შეკავება.
მიღების წესი:
ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ) და მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3-ჯერ.
შენახვის პირობები:
თავდახურული ოთახის ტემპერატურაზე.
შემადგენლობა:
მცენარეული ექსტრაქტული ნივთიერებები: მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, ეთერზეთები, ფლავანოიდები, კაროტი¬ნი, ნახშირწყლები, ასკორბინის მჟავა, ეთილის სპირტი, გამოხდილი წყალი.
უკუჩვენება:
ორსულობა, ძუძუთი კვება, მენსტრუაციის პერიოდი, ალერგიულობა, კენჭოვანი დაავადებები.
სლიმჯეტის მიღება არის მომხმარებლისთვის ორმაგად ეფექტური, რადგან ჭარბი ცხიმების მოცილებასთან ერთად, ხდება ორგანიზმის გაჯან¬საღება და შრომის ნაყოფიერების მნიშვნელოვნად ამაღლება.
გირჩევთ ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში სლიმჯეტის მიღებას, რო¬მელიც დაგეხმარებათ სპეციალური დიეტის გარეშე წონის შემცირებაში.
შეიძინეთ ჯი-პი-სის და სითი-ფარმას აფთიაქებში