სტიმულიტი ფიტო

მკურნალობის ინსტრუქცია:

შამპუნი ბალზამი სტიმულიტი ფიტო
ნივრის და ხნის, დაფნის  ნაყენით

          სტიმულიტი ფიტო თვისობრივად ახალი ტიპის შამპუნია; იგი პრინციპულად განსხვავდება ყველა სხვა შამპუნისაგან; დამზადებულია უნიკალური რეცეპტის მიხედვით; მისი გამორჩეული კოსმეტიკური და თერაპიული ეფექტი განსაზღვრულია სამკურნალო მცენარეთა ნატურალური წვენების (ექსტრაქტების) შემცველობით, რომელთა რაოდენობა თითოეულ ფლაკონში 60 %-ს აჭარბებს. შამპუნში სპეციალურად დამატებული არის ნატურალური ნივრისა  და ხნის, დაფნის  ნაყენი, რომელიც საუცხოო გავლენას ახდენს თავის კანზე.

სტიმულიტი  ფიტო შესანიშნავი ალტერნატიული საშუალებაა იმ ფართოდ რეკლამირებული ქიმიური შამპუნების მაგივრად, რომელთა შემადგენელი სინთეტიკური აგენტები ხშირად იწვევს კანის გამოშრობას, თმის ღეროს სტრუქტურის გაუარესებას, რაც თმის ცვენისა და  ქერტლიანობის ძირითადი მიზეზი ხდება.
        დანიშნულება:
მცენარეული შამპუნი-ბალზამი სტიმულიტი ფიტო გამოიყენება სამკურნალო ეფექტის ფიქსირებისა და  გაძლიერებისათვის თმის ცვენის მკურნალობის პერიოდში და როგორც  პროფილაქტიკური საშუალება თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ.
სტიმულიტი ფიტო არის შამპუნი უნივერსალი, იგი გამოიყენება როგორც ცხიმიანი, ასევე ნორმალური და მშრალი ტიპის კანისათვის, როდესაც თავის კანი და თმის საფარი არის დასუსტებული, ავადმყოფური, თმის ცვენისაკენ მიდრეკილი. მას ახასიათებს ნაზი, მასტიმულირებელი მოქმედება, აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას და აწესრიგებს თმის საფარში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
        მოქმედება:
სტიმულიტი ფიტო აჩერებს ქერტლისა და  თმის ცვენას; ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს და აჯანსაღებს თმის საფარს, კარგად ასუფთავებს თმებსა და თავის კანს; ყველა სხვა შამპუნისგან განსხვავებით გააჩნია გამორჩეული თვისებები: ჩამობანისას არ რჩება თმებზე და ბილომდე შორდება თმის საფარს; დაბანის შემდეგ თმები ადვილად ლაგდება, იკეთებს ბუნებრივს მოცულობას, ხდება ფაფუკი და დამყოლი. სტიმულიტ ფიტოს ახასიათებს თმის კონდიციონერის კოსმეტიკური ეფექტი.
        გამოყენების წესი:
თანმხლები მასაჟით, სველ თმებზე შეიზილეთ მცირეოდენი ულუფა შამპუნი, შემდეგ გადაივლეთ წყალი; პროცედურა გაიმეორეთ 3-4 ჯერ; სტიმულიტი  ფიტოთი თმების დაბანის შემდეგ სხვა სავლების გამოყენება აღარ არის საჭირო. გამოყენების წინ შამპუნის ფლაკონი შეანჯღრიეთ.
დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ შესაძლებლობას, ისარგებლოს უნიკალური საფირმო,   ნატურალური საშუალებებით და მკურნალობის სრული ციკლით:

ა)       თერაპია მეცნიერული პრეპარატით შროშანი
ბ)      თმის მოვლა მცენარეული შამპუნით სტიმულიტი ფიტო

გამოიყენეთ სტიმულიტი ფიტო  სისტემატურად!

სტიმულიტი ფიტო დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმები,
დაიცვათ თავის კანი  დაავადებებისაგან და მუდმივად
ფორმაში გქონდეთ თმის საფარი!

სტიმულიტი ფიტო  შეგიძლიათ  შეიძინოთ   ჯი–პი–სის და  სითი -ფარმას
აფთიაქებში