სტიმულიტი გრეითი
მკურნალობის ინსტრუქცია:
„სტიმულიტი გრეითი“ არის თმის ძირებში შესაზელი სამკურნალო მცენარეთა ნაყენი თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ, ის უნიკალურია იმით, რომ დამზადებულია ციტრუსოვანი მცენარეების ფოთლებზე, როგორიცაა: მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონის, კივის, ფეიხოას ფოთლები. ასევე შეიცავს დაფნისა და ჩაის ხის ფოთლების ნაყენებს, რომელთაც ასევე უბადლო გამაჯანსაღებელი ზემოქმედება აქვთ თმის საფარზე.
„სტიმულატორი გრეითი“ შეიზილეთ თმის ძირებში ყოველ დილას და საღამოს მთელ თავზე, მიუხედავად იმისა, თავი დაბანილი გაქვთ თუ არა; წამალშეზელილი, სველთმიანი თავი შეიხვიეთ პირსახოცით და დააყოვნეთ 10 წუთი. ამ პერიოდში პრეპარატი გამაჯანსაღებლად იმოქმედებს თმის საფარზე. შემდეგ თმები გაიმშრალეთ და 5 წუთის განმავლობაში თავის კანი ყოველმხრივ კარგად დაიმასაჟეთ. ბოლოს თმა დაივარცხნეთ თმის რბილი ჯაგრისით. თავზე დაგრჩებათ ოდნავ შესამჩნევი მცენარეთა სასიამოვნო სუნი, რომელიც მალე გადის. პრეპარატი აუცილებლად უნდა შეგაშრეთ თავზე, მისი ჩამობანა არ მოგცემთ სამკურნალო ეფექტს. პრეპარატი იკეთებს ნალექს, რომელიც გათვალისწინებულია რეცეპტით. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. სამკურნალო ეფექტი მიიღწევა ორ კვირაში. რეკომენდირებულია 3 თვიანი მკურნალობის უწყვეტი კურსი. პროფილაქტიკის მიზნით სასურველია მკურნალობის კურსის პერიოდული გამეორება.
სამკურნალო წვენები ზემოქმედებას მოახდენენ თავის კანზე, გააუმჯობესებენ მასში ნივთიერებათა ცვლას, გააჯანსაღებენ თმის ძირებს, უკეთ დაიწყებს კვებას თმის ღეროები, შეწყდება მათი ავადმყოფობა და თქვენი თმის საფარი შენარჩუნდება.
კარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია წამლის შეზელვის შემდეგ თავის კანის ინტენსიური მასაჟი.
სტიმულიტი გრეითით ფიტოთერაპია ჯანმრთელი თმებისთვისაც საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა, მომავალში რომ დაზღვეული ვიყოთ თმების ცვენისაგან და ქერტლისაგან.მისი გამოყენება შეიძლება როგორც ზედმეტ ცხიმიანი, ასევე გამომშრალი კანის შემთხვევაში. იგი დამარეგულირებელი ზემოქმედებისაა და თავის კანი მოყავს ნორმალურ მდგომარეობაში.
„სტიმულიტი გრეითი“ - თმების საუცხოო ნატურალური კონდიციონერია. მისი შეზელვისა და ინტენსიური მასაჟის შემდგომ, თმის საფარი სწრაფად იკეთებს მოცულობას, ხდება ფაფუკი, კარგად ეწყობა და ივარცხნება. ყოველთვის, როცა კი მას მიმართთავთ, თქვენი გარეგნობა სიცოცხლით სავსე და მიმზიდველი გახდება. პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როცა საჭიროა ძალიან მოკლე დროში (ბანაობის გარეშე) თმების წესრიგში მოყვანა.
სტიმულიტი გრეითის სისტემატიური, მეთოდური გამოყენებით თქვენ შეინარჩუნებთ თმის საფარს, ხელს შეუწყობთ მის გახშირებას და გაჯანსაღებას; ეს დასტურდება მკურნალობის მრავალწლიანი პრაქტიკით.
პრეპარატი სტიმულაციას უკეთებს თავის კანს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს ბუნებრივი ვიტამინებით თმის ღეროებს; ანტისეპტიკური მცენარეული წვენები კურნავენ ქერტლისაგან; პრეპარატი ეფექტურად მკურნალობს და აჩერებს თმის ცვენასა და ქერტლიანობას;
გამოიყენეთ სისტემატიურად „სტიმულიტი გრეითი“ და გვერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით, აჭარის მზიან მხარეში დაკრეფილი ციტრუსოვანი მცენარეების ფოთოლთა ნაყენები აუცილებლად გააჯანსაღებენ თქვენი თმის საფარს.
შეიძინეთ ჩვენი წარმოების ორი უნიკალური პროდუქტი:
თმის ცვენის სამკურნალო თივის შამპუნი „სტიმულიტი ჰეი“ და თმის ცვენის სამკურნალო ნაყენი ,,სტიმულიტი გრეითი“ და გვერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით !
შეგიძლიათ შეიძინოთ ფიტოთერაპიულ კაბინეტში ლუიზოლი მისამართზე იოსებიძის 53 ტელ 237–38– 13 ყოველდღე კვირის გარდა 12სთ–დან 19 სთ.–მდე