სტიმულიტი ჰეი
მკურნალობის ინსტრუქცია:
„სტიმულიტი ჰეი“ შეიცავს ახლადმოცელილი თივის მცენარეულ ექსტრაქტებს; მოგეხსენებათ თივაში უამრავი ორიგინალური სამკურნალო ბალახი შედის და ამ ბალახების წვენების კოქტეილი უბადლო გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას მოახდენს თქვენს თმის საფარზე.
„სტიმულიტი ჰეი“ თვისობრივად ახალი ტიპის შამპუნია: იგი პრინციპულად განსხვავდება ყველა სხვა შამპუნისაგან; დამზადებულია უნიკალური რეცეპტის მიხედვით; მისი გამორჩეული კოსმეტიკური და თერაპიული ეფექტი განსაზღვრულია სამკურნალო მცენარეთა ნატურალური წვენების (ექსტრაქტების) შემცველობით, რომელთა რაოდენობა თითოეულ ფლაკონში 60%-ს აჭარბებს.
„სტიმულიტი ჰეი“ შესანიშნავი ალტერნატიული საშუალებაა იმ ფართოდ რეკლამირებული ქიმიური შამპუნების მაგივრად, რომელთა შემადგენელი სინთეტიკური აგენტები ხშირად იწვევენ კანის გამოშრობას, თმის ღეროს სტრუქტურის გაუარესებას, რაც თმის ცვენისა და ქერტლიანობის ძირითადი მიზეზი ხდება.
მცენარეული შამპუნი-ბალზამი „სტიმულიტი ჰეი“ გამოიყენება თმის ცვენისა და ქერტლიანობის სამკურნალოდ და როგორც პროფილაქტიკური საშუალება თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ.
„სტიმულიტი ჰეი“ მისაღებია ნებისმიერი ტიპის კანისათვის. მას ახასიათებს ნაზი, მასტიმულირებელი მოქმედება, აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას და აწესრიგებს თმის საფარში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
„სტიმულიტი ჰეი“ აჩერებს ქერტლსა და თმის ცვენას; ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს და აჯანსაღებს თმის საფარს, კარგად ასუფთავებს თმებსა და თავის კანს; ყველა სხვა შამპუნისაგან განსხვავებით გააჩნია გამორჩეული თვისებები: ჩამობანისას არ რჩება თმებზე და ბოლომდე შორდება თმის საფარს; დაბანის შემდეგ თმები ადვილად ლაგდება, იკეთებს ბუნებრივ მოცულობას, ხდება ფაფუკი და დამყოლი. სტიმულიტი ჰეის ახასიათებს თმის კონდიციონერის კოსმეტიკური ეფექტი.
გამოყენების წესი:
თანმხლები მასაჟით, სველ თმებზე შეიზილეთ მცირეოდენი ულუფა შამპუნი, შემდეგ გადაივლეთ წყალი; პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ; სტიმულიტი ჰეით თმების დაბანის შემდეგ სხვა სავლების გამოყენება აღარ არის საჭირო. გამოყენების წინ შამპუნის ფლაკონი შეანჯღრიეთ.
საყურადღებო შენიშვნა:
- ბევრი ცნობილი საზღვარგარეთული ფირმა თავისი პროდუქციის ეტიკეტზე და რეკლამაში იყენებს დახასიათებას „ნატურალური“ და მეტი დამაჯერებლობისათვის მცენარეთა ლამაზ ფოტოებსაც დაურთავს ხოლმე, პროდუქციის ნატურალური წარმოშობის ხაზგასასმელად. სამწუხაროდ, ხშირად ეს არ შეესაბამება სინამდვილეს - უმეტეს შემთხვევაში ჩვენს მომხმარებელს სთავაზობენ 100%-იან სინთეტიკურ შამპუნებს. სინთეტიკურ კომპონენტებზე დამზადებული შამპუნებისათვის დამახასიათბელია ჟელესებრი სიბლანტე, მცენარეული შამპუნი კი, არის თხევადი და შესაძლებელია იკეთებდეს ნალექს, მასში შემავალი მცენარეული წვენების მაღალი შემცველობის გამო.
- ქიმიური შამპუნების უმეტესობა ჩამორეცხვის შემდეგ ბოლომდე არ შორდება თმას, ის თითქოს „გაგლესილია“ შამპუნის ნარჩენებით; მათ გასანეიტრალებლად საჭირო ხდება დამატებითი სპეციალური სავლების გადავლება, რომ შამპუნის ნარჩენები ჩამოირეცხოს თმის საფარიდან. „სტიმულიტი ჰეის“ გააჩნია კარგი გამანეიტრალებელი თვისება. მისი გამოყენება რეკომენდირებულია უშუალოდ თმების შეღებვის შემდეგ. რათა თმის საფარს და თავის კანს ჩამოსცილდეს მავნე ტოქსინები.
- თმის ცვენის მკურნალობისას პაციენტს სჭირდება ისეთი შამპუნის შერჩევა, რომელიც არ შეამცირებს მკურნალობის ეფექტს და პირიქით, ხელს შეუწყობს მიღებული შედეგის შენარჩუნებას, „სტიმულიტი ჰეითი“ თმების დაბანას, მკურნალობასთან ერთად, მთლიან სისტემაში მოყავს თქვენი თმების მოვლის პროცესი.
დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ შესაძლებლობას, ისარგებლოს უნიკალური საფირმო, ნატურალური საშუალებებით და მკურნალობის სრული ციკლით;
ა) თერაპია მცენარეული შამპუნით „სტიმულიტი ჰეი“;
ბ) თმის მოვლა სპეციალური კრემით „აქსიომა“.
გამოიყენეთ „სტიმულიტი ჰეი“ სისტემატიურად!
„სტიმულიტი ჰეი“ დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმები, დაიცვათ თავის კანის დაავადებებისაგან და მუდმივად ფორმაში გქონდეთ თმის საფარი!
„სტიმულიტი ჰეი“ შეგიძლიათ შეიძინოთ ფიტოთერაპიულ კაბინეტში ლუიზოლი მისამართზე იოსებიძის 53 ტელ 237–38– 13 ყოველდღე კვირის გარდა 12სთ–დან 19 სთ.–მდე