სტიმულიტი მაქსი

მკურნალობის ინსტრუქცია:

         

ნატურალურიშამპუნიბალზამი


“სტიმულიტი მაქსი” ეს არის უნიკლაური ტექნოლოგიისა და რეცეპტურის გამოყენებით ბუნებრივ, ციტრუსოვან ნედლეულზე მომზადებული თმის მოვლის საშუალება. იგი მოწოდებულია თმის ცვენისა და ქერტლიანობის სამკურნალოდ. “სტიმულიტი მაქსი” აგრეთვე შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა ჯანმრთელი თმის საფარის მუდმივი მოვლისათვის. ჩაის ხის მწვანე ფოთლების, მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონისა და ფეიხოას ფოთლებზე დამზადებული ნატურალურ ექსტრაქტთა კომბინაცია მნიშვნელოვან გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს თმის საფარზე. “სტიმულიტი მაქსი”-ს მომზადების მეტად ორიგინალური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა სუბტროპიკულ მცენარეთა ნედლეულიდან მიღებული ნატურალური წვენები ყოველგვარი რთული ქიმიური დამუშავების გარეშე მოხვდეს თქვენი თმის საფარზე.
          ქიმიური შამპუნების უმეტესობა ჩამორეცხვის შემდეგ ბოლომდე არ შორდება თმას, მათ გასანეიტრალებლად დამატებით საჭირო ხდება სპეციალური ქიმიური სავლებების გამოყენება. ჩვენი წარმოების ნატურალურ შამპუნს ბუნებრივი შემცველობის გამო გააჩნია საუკეთესო გამანეიტრალებელი თვისება. მისი გამოყენება რეკომენდირებულია უშუალოდ თმის შეღებვის შემდეგაც, რათა თმის საფარს და თავის კანს ჩამოსცილდეს ძლიერ მომქმედი სინთეზური საღებავების მავნე ტოქსინები.
          თმის ცვენის მკურნალობის პერიოდში პაციენტს ხშირად სჭირდება ხოლმე შამპუნის შერჩევა, რომელიც არ შეამცირებს მკურნალობის ეფექტს და პირიქით ხელს შეუწყობს მიღწეული შედეგის შენარჩუნებას. “სტიმულიტი მაქსი” ხასიათდება მკვეთრად გამოხატული როგორც მაღალი თერაპიული, ასევე კარგი კოსმეტიკური ეფექტით. მის გამოყენებას მკურნალობასთან ერთად, მთლიან სისტემაში მოჰყავს თქვენი თმების მოვლის პროცესი.          
“სტიმულიტი მაქსი” მისაღებია ნებისმიერი ტიპის კანისათვის, როგორც ზედმეტად ცხიმიანი, ასევე გამომშრალი კანის შემთხვევაშიც. მას ახასიათებს ნაზი, მასტიმულირებელი მოქმედება, აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას, აწესრიგებს თმის საფარში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აჯანსაღებს თმის ღეროებს, კვებავს და ამაგრებს თმის ძირებს. “სტიმულიტი მაქსი”-ს გააჩნია ასევე შემდეგი მნიშვნელოვანი თვისებები: ჩამობანისას არ რჩება თმებზე და ბოლომდე შორდება თმის საფარს. დაბანის შემდეგ თმები ადვილად ლაგდება, იკეთებს ბუნებრივ მოცულობას, ხდება ფაფუკი და დამყოლი. “სტიმულიტი მაქსი”-ს ახასიათებს როგორც თმის კონდიციონერის, ასევე სამკურნალო ბალზამის კოსმეტიკური ეფექტი.
          გამოყენების წესი:

          თანმხლები მასაჟით, სველ თმებზე შეიზილეთ მცირეოდენი ულუფა შამპუნის და შემდეგ გადაივლეთ წყალი. პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ. “სტიმულიტი მაქსი”-თ თმების დაბანის შემდგომ სხვა სავლების გამოყენება აღარ არის საჭირო. ვისაც სურს თმების ძლიერ დარბილება, ჩვენ ვურჩევთ სინთეზური ბალზამების მაგივრად გამოიყენონ ძლიერ განზავებული ძმრიანი წყალი.
          “სტიმულიტი მაქსი” ეს არის ის მაქსიმუმი გამაჯანსაღებელი ეფექტისა, რაც შეიძლება მისცეს თქვენს თმის საფარს საქართველოს მზიან მხარეში, აჭარის სუბტროპიკულ, მარადმწვანე კულტურებიდან აღებულმა, სინათლითა და მზით გაჯერებულმა ეკოლოგიურად სუფთა მცენარეულმა ნედლეულმა. ჩვენი ახალი პროდუქტი “სტიმულიტი მაქსი” ყოველმხრივ ამართლებს ჩვენი საწარმოს დევიზს, რომ “ბუნებაა ჭეშმარიტი ფარმაცევტი” - რომ ადამიანისთვის მხოლოდ ნატურალური საშუალებები შეიძლება იყოს ნამდვილად უვნებელი მკურნალი და მაღალი თერაპიული შედეგის მომტანი, განსხვავებით სინთეზურ-ქიმიური პროდუქტებისაგან, რომელთა მრავალი გვერდითი ჩვენებები ასე ფართოდ არის აღიარებული სამეცნიერო წრეებში, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მკურნალობის მხრივ.
          დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ შესაძლებლობას, ისარგებლოს უნიკალური საფირმო, ნატურალური საშუალებებით და თმის ცვენის მკურნალობისა და თმის მოვლის სრული ციკლით:
ა)     თერაპია მცენარეული პრეპარატით “შროშანი”
ბ)    თმის მოვლა მცენარეული შამპუნით “სტიმულიტი მაქსი”
          გამოიყენეთ “სტიმულიტი მაქსი” სისტემატიურად! “სტიმულიტი მაქსი” დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმები,დაიცვათ თავის კანი დაავადებებისგან და მუდმივადფორმაში გქონდეთ თმის საფარი!  წარმოება “ფიტო ენდ ბიო ქემიკალზ”

შეგიძლიათ  შეიძინოთ  ფიტოთერაპიულ კაბინეტში  ლუიზოლი  მისამართზე იოსებიძის 53  ტელ 237–38– 13  ყოველდღე კვირის გარდა 12სთ–დან  19 სთ.–მდე