სტიმულიტი პლიუსი
მკურნალობის ინსტრუქცია:
სტიმულიტ პლიუსი® თვისობრივად ახალი ტიპის შამპუნია; იგი პრინციპულად განსხვავდება ყველა სხვა შამპუნისაგან; დამზადებულია უნიკალური რეცეპტის მიხედვით; მისი გამორჩეული კოსმეტიკური და თერაპიული ეფექტი განსაზღვრულია სამკურნალო მცენარეთა ნატურა-ლური წვენების (ექსტრაქტების) შემცველობით, რომელთა რაოდენობა თითოეულ ფლაკონში 60%-ს აჭარბებს. შამპუნში სპეციალურად დამატებული არის ნატურალური რძე, რომელიც საუცხოო გავლენას ახდენს თავის კანზე. სტიმულიტ პლიუსი® - ეს შვიდი სხვადასხვა სამკურნალო მცენარის ზემოქმედებაა თქვენს თმებზე.
სტიმულიტ პლიუსი® შესანიშნავი ალტერნატიული საშუალებაა იმ ფართოდ რეკლამირებული ქიმიური შამპუნების მაგივრად, რომელთა შემადგენელი სინთეტიკური აგენტები ხშირად იწვევენ კანის გამოშრობას, თმის ღეროს სტრუქტურის გაუარესებას, რაც თმის ცვენისა და ქერტლიანობის ძირითადი მიზეზი ხდება.
დანიშნულება:
მცენარეული შამპუნი-ბალზამი სტიმულიტ პლიუსი® გამოიყენება თერაპიული ეფექტის ფიქსირებისა და გაძლიერებისათვის თმის ცვენის მკურნალობის პერიოდში და როგორც პროფილაქტიკური საშუალება თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ.
სტიმულიტ პლიუსი® მისაღებია ნორმალური და მშრალი ტიპის კანისათვის, როდესაც თავის კანი და თმის საფარი გადატვირთულია ქიმიური საშუალებებით ხშირი ღებვით. მას ახასიათებს ნაზი, მასტიმულირებელი მოქმედება, აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას და აწესრიგებს თმის საფარში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
მოქმედება:
სტიმულიტ პლიუსი® აჩერებს ქერტლსა და თმის ცვენას; ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს და აჯანსაღებს თმის საფარს, კარგად ასუფთავებს თმებსა და თავის კანს; ყველა სხვა შამპუნისგან განსხვავებით გააჩნია გამორჩეული თვისებები: ჩამობანისას არ რჩება თმებზე და ბოლომდე შორდება თმის საფარს; დაბანის შემდეგ თმები ადვილად ლაგდება, იკეთებს ბუნებრივ მოცულობას, ხდება ფაფუკი და დამყოლი. სტიმულიტ პლიუსს ახასიათებს თმის კონდიციონერის კოსმეტიკური ეფექტი.
გამოყენების წესი:
თანმხლები მასაჟით, სველ თმებზე შეიზილეთ მცირეოდენი ულუფა შამპუნი, შემდეგ გადაივლეთ წყალი; პროცედურა გაიმეორეთ 3-4 ჯერ; სტიმულიტ პლიუსით თმების დაბანის შემდეგ სხვა სავლების გამოყენება აღარ არის საჭირო. გამოყენების წინ შამპუნის ფლაკონი შეანჯღრიეთ.
საყურადღებო შენიშვნა:
1. ბევრი ცნობილი საზღვარგარეთული ფირმა თავისი პროდუქციის ეტიკეტზე და რეკლამაში იყენებს დახასიათებას - “ნატურალური” და მეტი დამაჯერებლობისათვის მცენარეთა ლამაზ ფოტოებსაც დაურთავს ხოლმე, პროდუქციის ნატურალური წარმო-შობის ხაზგასასმელად. სამწუხაროდ, ხშირად ეს არ შეესაბამება სინამდვილეს - უმეტეს შემთხვევაში ჩვენს მომხმარებელს სთავაზობენ 100%-იან სინთეტიკურ შამპუნებს. სინთეტიკურ კომპონენტებზე დამზადებული შამპუნებისთვის დამახასიათებელია ჟელესებრი სიბლანტე, მცენარეული შამპუნი კი არის თხევადი და შესაძლებელია იკეთებდეს ნალექს, მასში შემავალი მცენარეული წვენების მაღალი შემცველობის გამო.
2. ქიმიური შამპუნების უმეტესობა ჩამორეცხვის შემდეგ ბოლომდე არ შორდება თმას, ის თითქოს “გაგლესილია” შამპუნის ნარჩენებით; მათ გასანეიტრალებლად საჭირო ხდება დამატებითი სპეციალური სავლების გადავლება, რომ შამპუნის ნარჩენები ჩამოირეცხოს თმის საფარიდან. სტიმულიტ პლიუსს® გააჩნია კარგი გამანეიტრალებელი თვისება. მისი გამოყენება რეკომენდირებულია უშუალოდ თმების შეღებვის შემდეგ, რათა თმის საფარს და თავის კანს ჩამოსცილდეს მავნე ტოქსინები.
3. თმის ცვენის მკურნალობისას პაციენტს სჭირდება ისეთი შამპუნის შერჩევა, რომელიც არ შეამცირებს მკურნალობის ეფექტს და პირიქით, ხელს შეუწყობს მიღებული შედეგის შენარჩუნებას. სტიმულიტ პლიუსით თმების დაბანას, მკურნალობასთან ერთად, მთლიან სისტემაში მოყავს თქვენი თმების მოვლის პროცესი.
დღეს მომხმა-რებელს ვთავაზობთ შესაძლებლობას, ისარგებლოს უნიკალური საფირმო, ნატურალური საშუალებებით და მკურნალობის სრული ციკლით:
ა) თერაპია მცენარეული პრეპარატით შროშანი®
ბ) თმის მოვლა მცენარეული შამპუნით სტიმულიტ პლიუსი®
გამოიყენეთ სტიმულიტ პლიუსი® სისტემატიურად!
სტიმულიტ პლიუსი® დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმები,
დაიცვათ თავის კანი დაავადებებისაგან და მუდმივად ფორმაში გქონდეთ თმის საფარი!
სტიმულიტი პლიუსი შეიძინეთ ავერსის, პე–ეს–პეს, ჯი–პი–სის აფთიაქებში