სტომგინი

მკურნალობის ინსტრუქცია:

            პრეპარატი სტომგინი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ. იგი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.
შემადგენლობა:
ევკალიპტის ფოთოლი (1,0გ); ფარსმანდუკის ბალახი (4,0გ); თავშავას ბალახი (2,0გ); სალბის ფოთოლი (4,0გ); გვირილას ყვავილი (3,0გ); გულყვითელას ყვავილი (2გ); მუხის ქერქი (4,0გ); სპირტი (20,0გ); გამოხდილი წყალი (160გ).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი `სტომგინი~ მოქმედებს გამაჯანსაღებლად, როგორც სამკურნალო საშუალება სისხლმდენი და მტკივანი ღრძილებისათვის.

ჩვენებები:
პრეპარატი `სტომგინი~ გამოიყენება გინგივიტის, სტომატიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ.
მიღების წესი:
ჩაიგუბეთ პრეპარატის მცირე ულუფა პირის ღრუში 10-15 წთ-ის განმავლობაში მტკივანი ადგილის მხარეს.
უკუჩვენებები: არ აღნიშნება.
გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.
შენახვის პირობები: მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
შეფუთვა:
პრეპარატი ნოვასედი წარმოდგენილია ფლაკონით, მას თან ახლავს გამოყენების ინსტურქცია.
წამლის ფორმა: 200 მლ ფლაკონებში.

შეიძინეთ ავერსის, პე-ეს-პეს, ჯი-პი-სის აფთიაქებში