შროშანი

უპირატესობანი:

    მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ყოველწლიურად უამრავი ახალი სახის სინთეტიკური პრეპარატი გამოდის. ბევრი მათგანი 10-15 წლის შემდეგ თანდათან ამოიღება მოხმარებიდან, რადგანაც ისინი გარკვეულ სამკურნალო ეფექტთან ერთად ორგანიზმზე მრავალ მავნე მოქმედებას ახდენენ. თუ გადავხედავთ იმ მრავალრიცხოვან სინთეტიკურ პრეპარატთა სიას, რომლებიც მოწოდებულია ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ნათელი ხდება, რომ ბოლო 50 წლის მანძილზე მხოლოდ იმ კატეგორიის პრეპარატებმა გაუძლო დროის გამოცდას, რომელებიც მცენარეულ საწყისზე იყო დამზადებული. მაღალია სამკურნალო მცენარეების თერაპიული ეფექტი - კარგი მკურნალის ხელში ისინი არასდროს ვნებენ, მხოლოდ კურნავენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თვით ბუნება, მისი მაცოცხლებელი ფლორა არის ის წამალი, რომელიც კურნავს ადამიანს ყველაზე ეფექტურად და უსაფრთხოდ, თუკი მისი საიდუმლოებები სწორად იქნება ამოხსნილი და გამოყენებული.

ჩვენი თმის ცვენის სამკურნალო პრეპარატი შროშანი სწორედ ამ საღი იდეის გათვალისწინებით შეიქმნა, რომელიც არის წარმატებული რეალიზაცია ჩვენივე საფირმო სლოგანისა "სიცოცხლე სიცოცხლისათვის" (Live for Life).. პრეპარატის გამოყენებისას თქვენ ბუნებასთან, სიცოცხლესთან უშუალო კავშირის შეგრძნება დაგებადებათ...

პრეპარატ "შროშანის" ავტორი გიორგი ქუთათელაძე

იმისათვის, რომ იხილოთ უფრო დეტალური ინფორმაცია დააწკაპუნეთ აქ


 


სტიმულიტი

უპირატესობანი:

ხუთი მიზეზი “სტიმულიტის” გამოსაყენებლად

1. მრავალი ცნობილი საზღვარგარეთული კომპანია იყენებს დახასიათებას - “ნატურალური” თავისი პროდუქციის ეტიკეტებზე, სარეკლამო რგოლებში და ა.შ., ხოლო მეტი დამაჯერებლობისათვის თან ურთავენ მცენარეთა ლამაზ ფოტოებს, რათა ხაზი გაუსვან პროდუქტის ნატურალურ წარმოშობას. ეს, სამწუხაროდ, იშვიათად არის კავშირში რეალობასთან. უმეტეს შემთხვევაში ჩვენს მომხმარებელს სთავაზობენ 100%-ით სინთეტიურ შამპუნებს. სინთეტიურ ინგრედიენტებზე დამზადებული შამპუნებისთვის დამახასიათებელია ჟელეს მაგვარი წებოვნება ან აბსოლუტური გამჭვირვალეობა; ხოლო მცენარეული შამპუნი თხევადია, არაერთგვაროვანი კონსისტენცია აქვს და ხშირად ნალექს იკეთებს, რაც გამოწვეულია მცენარეული ექსტრაქტების მაღალი შემცველობით. სწორედ ამიტომ გამოყენების წინ “სტიმულიტი” აუცილებლად უნდა შეანჯღრიოთ.

2. ქიმიური შამპუნების უმეტესობას ახასიათებს შემდეგი თვისება: ჩამორეცხვის შემდეგ, შამპუნი ბოლომდე არ შორდება თმებს და თავის კანს, ტოვებს არასასიამოვნო შეგრძნებას, რომ თმები თითქოს “გაზიპულია”, “გაგლესილია” შამპუნის ნარჩენებით. ამ ნარჩენების გასანეიტრალებლად, საჭირო ხდება თმებზე დამატებითი სპეციალური სავლების გადავლება, რომ თავის კანი მოვიდეს ნორმალურ მდგომარეობაში და შამპუნის მიკრო-აპკი ჩამოირეცხოს თმის საფარიდან. “სტიმულიტი” შხაპის ქვეშ სრულებით ცილდება თმის საფარს, თმები და კანი იდეალურად იწმინდება და ნიშნად არაჩვეულებრივი სისუფთავისა, თმები ხდება ფაფუკი, იძენს მოცულობას.

იმისათვის, რომ იხილოთ უფრო დეტალური ინფორმაცია დააწკაპუნეთ აქ.